ახალი ამბები
საქართველოს მასშტაბით ერთიანი ეროვნული გამოცდები მიმდინარეობს
ამ წუთებში მთელი ქვეყნის მასშტაბით ერთიანი ეროვნული გამოცდები მიმდინარეობს. აბიტურიენტებმა ქვეყნის მასშტაბით არსებულ ყველა საგამოცდო ცენტრში, მათ შორის, ზუგდიდის მეორე საჯარო სკოლაში რეგისტრაცია დილის 9 საათისთვის გაიარეს.

ერთიან ეროვნულ გამოცდებს წელს 39 ათასზე მეტი აბიტურიენტი აბარებს.

"შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის" დირექტორის, მაია მიმინოშვილის განცხადებით, თავდაპირველად დარეგისტრირებული იყო 41 500 აბიტურიენტი, თუმცა, იმის გამო, რომ მათმა ნაწილმა საატესტატო გამოცდების ზღვარი ვერ გადალახა, ისინი ეროვნულ გამოცდებზე ვერ მოხვდნენ.

პირველ გამოცდას აბიტურიენტები ქართულ ენასა და ლიტერატურაში აბარებენ.




Print