ახალი ამბები
ალექსანდრე მოწერელია: საკადრო ცვლილებები იქნება (ვიდეო)
სამეგრელო-ზემო სვანეთის ახალი გუბერნატორი ალექსანდრე მოწერელია საკადრო ცვლილებებს გეგმავს, თუმცა, მისივე თქმით, გადაწყვეტილებებს მას შემდეგ მიღებას, რაც არსებულ ვითარებას ადგილზე შესწავლის. მოწერელიამ აქვე აღნიშნა, რომ ის სახელმწიფო მოხელეები, რომლებიც თავიანთ მოვალეობას კეთილსინდისიერად და ამომწურავად ასრულებდნენ, აუცილებლად დარჩებიან მათ გუნდში.

„მე უახლოეს დღეებში ვეცდები უფრო ძირფესვიანად შევისწავლი საკითხები. ყველა საკითხე უნდა შევიქმნა საკუთარი აზრი, უფრო დეტალურად გავეცნო ვითარებას რეგიონში“, - თქვა მოწერელიამ.

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი შს მინისტრმა გიორგი გახარიამ და მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონული განვითარების სამსახურის უფროსმა სოზარ სუბარმა დღეს ზუგდიდში წარადგინეს.

ამავე თემაზე:

გიორგი გახარია სამეგრელოს მუნიციპალიტეტების მერებს: არავინ მოითმენს, რომ აქ არ იყვნენ ხუთოსნები

მოწერელია: მოსახლეობასთან თვითმმართველობების კომუნიკაცია არ არის დამაკმაყოფილებელი





Print