რეგიონი
გიორგი გახარია სამეგრელოს მუნიციპალიტეტების მერებს: არავინ მოითმენს, რომ აქ არ იყვნენ ხუთოსნები
სამეგრელო-ზემო სვანეთის ახალი გუბერნატორის წარდგენისას შსს-ს მინიტრმა მუნიციპალიტეტის მერებსა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს მიმართა. გიორგი გახარიამ მათ უთხრა, რომ არავინ არ მოითმენს იმას, რომ აქ არ იყვნენ ხუთოსნები და არ იყოს საუკეთესო პრაქტიკა. ამასთან, მან თქვა, რომ მთავრობის მხრიდან განსაკუთეებული ყურადღება მიექცევა სამეგრელოს, განსაკუთრებით კი ზუგდიდს.

" არავინ არ მოითმენს იმას რომ აქ არ იყვნენ ხუთოსნები და აქ არ იყოს საუკეთესო პრაქტიკა. ყველაფერთან ერთად უნდა გვახსოვდეს, რომ აუცილებლობა განპირობებულია იმ საზღვართან სიახლოვით, რომელიც არის გვერდზე. გვახსოვდეს, რომ ვალდებულები ვართ აფხაზეთის სიახლოვეს ვიყოთ საუკეთესოები. მადლობას ვუხდი კოლეგებს გაწეული შრომისთვის. ასევე მინდა გითხრათ, რომ კიდევ უფრო მეტი შრომა იქნება საჭირო. ერთმნიშველოვნად უნდა იცოდეთ, რომ ამ რეგიონის განვითარებაზე კომპრომისის დაშვებაზე არავინ არ აპირებს, რაც ნიშნვას იმას ,რომ ყველას მოეთხოვება ერთნაირად და აბსოლუტურად ყველას პასუხისმგებლობის ზომა იქნება ერთნაირი.



მინისტრმა გარკვეული აქცენტები ახალგაზრდების წინ წამოწევაზე და რეგიონის განვითარების პოტენციალზე გააკეთა.

"ამ რეგიონის განვითარებაზე კომპრომისის დაშვებას არავინ აპირებს. რაც ნიშნავს იმას, რომ ყველას მოეთხოვება ერთნაირად და აბსოლუტურად ყველას პასუხისმგებლობის ზომა იქნება ერთი და იგივე. სამართლიანობა იქნება ძირითადი კრიტერიუმი. ბოლოს და ბოლოს ამ რეგიონში თითოეულმა ადამიანმა უნდა იგრძნოს, რომ ადგილობრივი ხელისუფლება ხალხზე ზრუნავს. ეს იქნება ძირითადი მოთხოვნა ახალი გუბერნატორის მიმართ და ეს იქნება ძირითადი მოთხოვნა თითოეული სახელმწიფოს წარმომადგენლის მიმართ" - განაცხადა გიორგი გახარიამ.
სამეგრელო-ზემო სვანეთის ახალი გუბერნატორი ალექსანდრე მოწერელია მუშაობას დღეიდან შეუდგა.

ამავე თემაზე:

ალექსანდრე მოწერელია: მოსახლეობასთან თვითმმართველობების კომუნიკაცია არ არის დამაკმაყოფილებელი

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორს ზუგდიდში დღეს წარადგენენ



Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ქალაქ ზუგდიდში მოქმედი მულტიპროფილური დიაგნოსტიკური ცენტრი ჯან-მედი ერთი წლის გახდა.
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
თანამედროვე სამყაროში ჩვენი ყოველდღიური რუტინის გასაუმჯობესებლად, საყოფაცხოვრებო ტექნიკა შეუცვლელ როლს თამაშობს.
დღის სიახლეები
01 / მაისი 2024
არქიმანდრიტი შიო (კვარაცხელია) მიმდინარე მოვლენებს ეხმიანება და აქვეყნებს პოსტს, რომელშიც სახარებიდან იუდეის მეფე ჰეროდეს ამბავს ახსენებს:
01 / მაისი 2024
2 მაისის დღის მეორე ნახევრიდან 6 მაისამდე, საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და სეტყვის დროს ქარის ხანმოკლე გაძლიერება.
01 / მაისი 2024
ქალაქ ზუგდიდში მოქმედი მულტიპროფილური დიაგნოსტიკური ცენტრი ჯან-მედი ერთი წლის გახდა.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 16 °C
img
სოხუმი 16 °C
img
ფოთი 16 °C
img
მესტია 10 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.