ახალი ამბები
ანაკლიაში ფესტივალის მსვლელობისას ნარკოდანაშაულისთვის სულ 22 ადამიანი დააკავეს
ცენტრალური კრიმინალური და სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, რამდენიმედღიანი ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, სოფელ განმუხურში, ელექტრონული მუსიკის ფესტივალის მიმდინარეობისას ნარკოდანაშაულისთვის სულ 22 ადამიანი დააკავა. მათ ბრალად ნარკოტიკული საშუალებების შეძენა-შენახვა და გასაღება ედებათ. ინფორმაციას შს სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, სამართალდამცველებმა, დაკავებულების პირადი და დროებითი საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, სხვადასხვა სახის ნარკოტიკი ნივთმტკიცებად ამოიღეს. 





Print