ახალი ამბები
ზუგდიდში ხვალ უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საერთაშორისო დღეს აღნიშნავენ
წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის დელეგაცია საქართველოში უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საერთაშორისო დღეს აღნიშნავს, სადაც დაკარგულთა ოჯახების წევრებს უმასპინძლებს. ამ დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები საქართველოს ხუთ ქალაქში ხვალ ჩატარდება.

ზუგდიდში შეკრება უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა მემორიალის მიმდებარედ („ენგურქაღალდ კომბინატის“ დასახლებასთან) გაიმართება.

საქართველოში 1990-იანი წლებისა და 2008 წლის აგვისტოს შეიარაღებული კონფლიქტების შედეგად 2 400-ზე მეტი ადამიანი ჯერაც უგზო-უკვლოდაა გაუჩინარებული. ამ დღის მიზანია დაკარგული ადამიანებისთვის პატივის მიგება, მათი ოჯახების მხარდაჭერა, ფართო საზოგადოების ინფორმირება და ცნობიერების ამაღლება იმ შედეგებსა და გავლენაზე,  რასაც ადამიანის გაუჩინარება ახდენს მისი ოჯახის წევრებზე.


Print