ახალი ამბები
ანაკლიის მოსახლეობა საკანალიზაციო არხის აღდგენას ითხოვს
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ანაკლიაში მოსახლეობა ამბობს, რომ საკანალიზაციო მილი დაზიანებულია. აღნიშნული პრობლემის მოგვარების მოთხოვნით ანაკლიის მაცხოვრებლებმა საპროტესტო აქცია გამართეს. მათი თქმით, ხელისუფლებას არაერთხელ მიმართეს, თუმცა პრობლემა ამ დრომდე მოუგვარებელია.

"საკანალიზაციო არხი დაზიანებულია. სამი თვეა ასეთი მდგომარეობაა. ფეკალური მასაა საკარმიდამო ტერიტორიაზე შემოდის. ხე, რომ გაჰქონდათ იმ ღამეს გადაწიეს, ეს მილი და მაშინ გასკდა, მას მერე საშინელ მდგომარეობაში ვართ“, - თქვეს აქციის მონაწილეებმა.

ზუგდიდის მერის რწმუნებულის სოფელ ანაკლიაში ამბობს, რომ ეს წყალკანალის პრეროგატივაა და მას უნდა მიმართონ.


Print