ახალი ამბები
სოფელ კახათში ახალშობილი იპოვეს
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კახათში წურწუმიების სახლის ჭიშკართან ახალშობილი იპოვეს. არსებული ინფორმაციით, ჩვილი პოლიეთილენის პარკში გახვეული დატოვეს. ახალშობილი ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალშია გადაყვანილი. კლინიკური მენეჯერის სულხან ორჟონიას ინფორმაციით, მისი  ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, თუმცა ინფექციის განვითარების საშიშროება არსებობს.

„ამჟამად მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, თუმცა რადგან ჩვილი გარეთ იპოვეს, საშიშროება არის, რომე ინფექცია განუვითარდეს“, - უთხრა რადიო „ათინათს“ ორჟონიამ.

შს სამინისტრომ გამოძიება 127-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სიცოცხლისათვის საშიშ მდგომარეობაში ჩაყენებას გულისხმობს.


Print