ახალი ამბები
საგზაო უსაფრთხოება - სიდას საინფორმაციო კამპანია ზუგდიდში (ვიდეო)
ზუგდიდში, ასოციაცია „ათინათში“ არასამთავრობო ორგანიზაცია "სიდას" და სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ქსელის მიერ დაგეგმილი თემატური შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის მონაწილეებს  საგზაო უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდეს. „სიდას“ წარმომადგენლის ეთუნა ცოტნიაშვილის თქმით,   კამპანიის მიზანი მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებაა.

„ჩვენი მიზანია სამოქალაქო საზოგადოებამ მიიღოს ინფორმაცია უსაფრთხო გადაადგილებისა და მოძრაობის შესახებ.. ყველა ერთად უნდა ვეცადოთ ჰაერის დაბინძურების აღმოფხვრას. მძღოლებმა კი დროულად უნდა გაიარონ ტექნიკური დათვალიერება“, - თქვა ცოტნიაშვილმა.

შეხვედრას ზუგდიდში ასოციაცია „ათინათის“ წარმომადგენელი თამარ თოდუა გაუძღვა.

„ათინათი“ ერთ-ერთი აქტიური წევრია რეგიონული ქსელისა. კამპანიის ფარგლებში დავგეგმეთ ორი საინტერესო შეხვედრა მძღოლებთან და მოქალაქეებთან. მოსახლეობას მივაწოდეთ ინფორმაცია საგზაო უსაფრთხოებასთან დაკავშირებით“, - აღნიშნა თოდუამ.

მძღოლებსა და ადგილობრივ მოსახლეობას საინფორმაციო ბუკლეტები დაარიგეს.



კვირეულის „სუფთა ჰაერი - უსაფრთხო მოძრაობა“ ფარგლებში სიდას პარტნიორები რეგიონულ ქსელთან ერთად არიან საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის და APM ტერმინალს ფოთი.

კვირეულმა სტარტი 17 სექტემბერს რუსთავში, ბოლნისსა და საგარეჯოში აიღო და  10 რეგიონს მოიცავს. 22 სექტემბერს კი,  თბილისში კამპანია შეურთდება ღონისძიებას „დღე ავტომობილის გარეშე“, რომელიც მიზნად ისახავს  გარემოს მოფრთხილებასა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას. 

სამოქალაქო კვირეულს ფინანსურ მხარდაჭერას უწევს აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტი.






Print