ახალი ამბები
ზუგდიდში ავარიის შედეგად ექიმი და ექთანი დაშავდნენ
ზუგდიდში სასწრაფო დახმარების ეკიპაჟი ავარიაში მოჰყვა, რის შედეგადაც ექიმი და ექთანი დაშავდნენ. მათ ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტალში შესაბამისი სამედიცინო კვლევები უტარდებათ.

„ამ წუთას კვლევები უტარდებათ. პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია“, - ამბობენ ჰოსპიტალში.

შსს ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხევაში სამი ავტომანქანა ფიგურირებს. უწყებამ გამოძიება 276-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.
Print