ახალი ამბები
მესტიისკენ მიმავალი გზა გახსნილია
მესტია-ჯვარი-ზუგდიდის გზის გარკვეული მონაკვეთი კლდეზვავის ჩამოწოლის გამო ორი საათის განმავლობაში გადაკეტილი იყო. როგორც რადიო "ათინათს" მესტიის მუნიციპალიტეტის მერმა, კაპიტონ ჟორჟოლიანმა უთხრა, ამ დროისთვის მოძრაობა აღდგენილია.

„დილის ცხრა საათიდან ჩაკეტილია გზა, რაც  კლდიდან ლოდის ჩამოვარდნამ გამიწვია, ამ დროისთვის გზა გაწმენდილია“, - თქვა ჟორჟოლიანმა.

მისივე ინფორმაციით, ამ ეტაპზე გზის ამ მონაკვეთზე საშიშროება არ არსებობს.

ფოტო: ილო გვაჯაია
Print