ახალი ამბები
"მედია მუზეუმის" პირველი გამოფენა ზუგდიდში (ვიდეო)
ზუგდიდის არტ-გალერეაში მერიის ააიპ "ხელოვნებისა და კულტურის განვითარების ცენტრის" "მედია მუზეუმში" დაცულიექსპონატების გამოფენას გაიმართა. აქ წარმოდგენილი იყო ძველი გაზეთები, ჟურნალები, ჟურნალისტების საავტორო წიგნები, ჟურნალ-გაზეთები, პოლიგრაფია, ფოტოაპარატები, ტელევიზორი, რადიო, უხმო ვიდეო აპარატი, საბეჭდი მანქანა, ფაქსი და სხვ. მუზეუმი დამაარსებლის, მარინე დამენიას თქმით, წარმოდგენილ ექსპონატებს ის 20 წელზე მეტია აგროვებს და ამის მთავარი მიზანი  მომავალი თაობისთვის ჟურნალისტების ნამუშევრების გაცნობაა.

alt

"დღეს ჩვენ წარმოვადგინეთ "მედია მუზეუმის" ექსპონატები, რომელიც საქართველოში ერთადერთია, უფრო მეტიც, კავკასიაშიც ერთადერთია. ამის მთავრი მიზანი არის ის ,რომ ზუგდიდის საზოგადოებას ჰქონოდა ამ ინფორმაციებზე ხელმისაწვდომობა. საქართველოს ჰყავს ისეთი გმირი  ჟურნალიტები, რომელსაც მომავალი თაობა არ იცნობს და ჩემი ამოსავალი წერტილი იყო, რომ ამათი სახეები და ინფორმაცია შემენარჩუნებინა", - თქვა მან.

alt

"მედია მუზეუმი"დამაარსებელი ამბობს,რომ მის მიერ შეგროვილ დოკუმენტურ და ტექნიკური მასალის განსათავსებლად შესაბამისი ფართი არ აქვს, თუმცა მას იმედი აქვს, რომ ადგილობრივი მთავრობას ამას გაითვალისწინებს.

Print