ახალი ამბები
შს მინისტრი: ზუგდიდში ჩვენ შეიძლება მოგვიწიოს ამომრჩევლის მოსყიდვაზე გამოძიების დაწყება (ვიდეო)
შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია ზუგდიდში ამომრჩევლის შესაძლო მოსყიდვაზე გამოძიების დაწყებას არ გამორიცხავს. გახარიას ინფორმაციით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით უწყება მოკვლევას დაიწყებს, თუმცა ამის დამადასტურებელი ფაქტები მათ ჯერ არ გააჩნიათ.



„მე არ ვიცი, რა არის ძველი ბიჭი. შინაგან საქმეთა სამინისტრო, ქურდულ მენტალიტეტს ებრძოდა, ებრძვის და გააგრძელებს. სხვა ვერცერთ დროს ვერ დამისახელებთ, როდესაც ამას შინაგან საქმეთა სამინისტრო აკეთებდა უფრო ეფექტურად. რაც შეეხება სიებს და სხვა ჭორებს, ამაზეც იყო საუბარი. როგორც ჩანს, სამეგრელოში შსს-ს დამატებითი მოკვლევა დასჭირდება და თუ შესაბამისი მტკიცებულები იქნება, ჩვენ შეიძლება მოგვიწიოს ამომრჩევლის მოსყიდვაზე გამოძიების დაწყება, ასეთი ალბათობა არსებობს. ჯერჯერობით, ვიცით სიტყვის დონეზე, თუ ეს ფაქტი დაგვიდასტურდა, გარწმუნებთ, რომ შსს უახლოეს დღეებში ამ რეგიონში ამომრჩევლის მოსყიდვის ფაქტზე საქმეს აღძრავს“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

გიორგი გახარია მთელი დღის განმავლობაში სამეგრელო-ზემო სვანეთის ადმინისტრაციის შენობაში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრებს მართავდა.

ამავე თემაზე:

გიორგი გახარია, რამდენიმე საათია, ზუგდიდში შეხვედრას მართავს
Print