ახალი ამბები
ხობში ხანძარს ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ქვალონში, ერთ-ერთ კერძო საცხოვრებელ სახლში გაჩენილი ხანძრის შედეგად 85 წლის ქალი გარდაიცვალა. ადგილობრივების ინფორმაციით, ის მარტო ცხოვრობდა. მათივე თქმით, მეზობლებმა ცეცხლი მაშინ შეამჩნიეს, როდესაც ის მთელ სახურავს მოედო. 

"ცეცხლი, რომ ნახეს მეზობლებმა უკვე ძალიან გვიანი ყოფილა და რა თქმა უნდა მაშველებმა სახლის გადარჩენა ვერ მოახერხეს. ხის პატარა სახლი იყო და ძალიან სწრაფად დაიწვა. მეზობლები ფიქრობენ, რომ ცეცხლი ელექტრო გამათბობელს გაუჩნდა", - უთხრა რადიო "ათინათს" მერის წარმომადგენელმა მაია ხარბედიამ.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ადგილზე მობილიზებული იყო 3 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი.

Print