ახალი ამბები
ბანერები ბიძინა ივანიშვილის გამოსახულებით ზუგდიდშიც გამოჩნდა
ზუგდიდში საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო ბანერებთან ერთად "ქართული ოცნების" თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის ბილბორდებიც გამოჩნდა.
alt
ბანერები ჯერჯერობით ქალაქის მთავარ მოედანთან და ბულვარის მიმდებარედ არის განთავსებული. გარდა ამისა,  მოედანთან არსებულ მონიტორზე ვიდეორგოლი ტრიალებს , რომელშიც ბიძინა ივანიშვილი, თბილისის მერი კახა კალაძე, პრემიერ მინისტრი მამუკა ბახტაძე, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო და  პრეზიდენტობის კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი არიან გამოსახული.
alt
ბიძინა ივანიშვილის და პარტიის სხვა ლიდერების პლაკატები პირველად თბილისსა და ბათუმში გავრცელდა.
Print