ახალი ამბები
კორონავირუსი არ დაუდასტურდა ზუგდიდში გამოკვლეულ 169 პირს 
ზუგდიდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, გუშინ ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში 169 პირის ბიოლოგიური ნიმუში გაიტესტა. მათ შორის არიან ცხელების კლინიკების პაციენტები, მედიკოსები, საქალაქო და საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მძღოლები, შსს-ს თანამშრომლები და კარანტინში მყოფი მოქალაქეები. ყველა მათგანის პასუხი Covid 19-ზე უარყოფითია.

ანაკლია-განმუხურის საკარანტინო სივრცეში ამ დროსითვის 74 პირი რჩება. რეგიონის მასშტაბით თვითიზოლაციაშია 33 მოქალაქე.
Print