ახალი ამბები
მესტიის სოფელ იდლიანში ტყე იწვის
მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ იდლიანში მთის ფერდობზე ხანძარია. სოფელში მერის წარმომადგენლის ბეჟან ჭკადუას განმარტებით ცეცხლის სალიკვიდაციო სამუშაოები რთული გეოგრაფიული მდებარეობის გამო გაძნელებულია. 

"ცუდი მდგომარეობაა, კლდოვანი ადგილია და სამაშველო სამსახურები ვერ მიდიან. ქარიც დაემატა და უფრო გავრცელდა ცეცხლი. ჯერჯერობით არაა დიდი ფართობი, მაგრამ ნელნელა ქარის გამო ფართოვდება არეალი", - უთხრა მან რადიო "ათინათს".

მისივე ინფორმაციით, ადგილზე რამდენიმე ათეული მაშველია მობილიზებული. ხანძრის ქრობის პროცესში, სავარაუდოდ, ვერტმფრენსაც გამოიყენებენ.


Print