ახალი ამბები
ზუგდიდში დაკავებული მამაკაცის ბინაში ჩხრეკა მიმდინარეობს 
დადიანის ქუჩაზე დაკავებული დ.შ-ს ბინაში ამ წუთებში ჩხრეკა მიმდინარეობს. ადგილზე იმყოფებიან ცენტრალური კრიმინალური პოლიციის წარმომადგენლები.
რადიო "ათინათის" ინფორმაციით, დაკავებული დაჯგუფება "ტყის ძმების" ყოფილი მეთაურის დათო შენგელიას შვილია.

სპეცოპერაციის ჩატარების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. თვითმხილველების ინფორმაციით, პოლიციამ უკვე გაჩხრიკა დაკავებულის მანქანა.

ამავე თემაზე:

სპეცოპერაცია ზუგდიდის ცენტრში - დაკავებულია ერთი მოქალაქე
Print