ახალი ამბები
ზუგდიდში გამოკვლეულ 26 პირს Covid-19 არ დაუდასტურდა
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში გასული 24 საათის განმავლობაში 26 პირის ბიოლოგიური ნიმუში გამოიკვლიეს. მათ შორის ცხელების ცენტრების 12 პაციენტია, 5 შს სამინისტროს თანამშრომელი, 8 საკარანტინო სივრცეში და ერთი თვითიზოლაციაში მყოფი მოქალაქე. ყველა მათგანის ანალიზის პასუხი Covid19-ზე უარყოფითია.

საქართველოში კორონავირუსის ცხრა ახალი შემთხვევა გამოვლინდა. შესაბამისად, ქვეყნის მასშტაბით ინფექციის ლაბორატორიულად დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა 995-ს შეადგენს. ამ დროისთვის არსებული მონაცემების მიხედვით, გამოჯანმრთელებულთა რიცხვი არ შეცვლილა და ის კვლავ 857-ია.
Print