ახალი ამბები
უგულავა: ირაკლი ჩიქოვანი კონფორმისტია, მხოლოდ სამსახურებრივი მანქანა და კაბინეტი ადარდებს (ვიდეო)
"ევროპული საქართველოს" ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გიგი უგულავა მმართველი პარტიის კანდიდატს ირაკლი ჩიქოვანს სერიოზულ კონკურენტად არ თვლის. მისივე თქმით, ოპოზიციის მთავარი კანდიდატი ზუგდიდში ის იქნება.
"ვთვლი, რომ ვინც არ უნდა დადგეს, მე ვიქნები ოპოზიციის მთავარი კანდიდატი ზუგდიდში. მე მინდა მოვუწოდო კოლეგებს, ბუნებრივია, მხარდაჭერისკენ, მაგრამ ასევე ბუნებრივია, მზად ვარ კონკურენციისთვის. ბატონ ჩიქოვანს არ ვთვლი სერიოზულ კონკურენტად. ჩიქოვანი აქ 2016 წელს ვითომ ოპოზიცია იყო, შემდეგ შეუერთდა, კვლავ დაუბრუნდა „ქართულ ოცნებას“, შესაბამისად, ის არის ჩვეულებრივი კონფორმისტი, მას ადარდებს მხოლოდ სამსახურებრივი მანქანა და კაბინეტი. აქ არ არის მანქანის, სამსახურის და ფუფუნების ადგილი, აქ არის ბრძოლის , შრომის და ადამიანების დაცვის არეალი. განსაკუთრებით მაშინ, როცა კრიმინალმა იმატა და მაშინ, როცა დაბრუნდა სამარცხვინო კონტრაბანდა ზუგდიდში. გამოწვევაც ბევრია და სამუშაოც ბევრია", - თქვა უგულავამ.

გიგი უგულავამ წინასაარჩევნო კამპანია ოფიციალურად დაიწყო. მან პარტიის ზუგდიდის ოფისში ამომრჩევლებთან და მხარდამჭერებთან პირველი შეხვედრა დღეს გამართა.

Print