ახალი ამბები
ზუგდიდში გამოკვლეულ 301 პირს კორონავირუსი არ დაუდასტურდა
16 სექტემბერს ზუგდიდის მუნიციპალიტეტში კოვიდ19-ზე 304 ბიოლოგიური ნიმუში გაიტესტა. აქედან, 23 პაციენტია, მედპერსონალი - 5, კარანტინიდან - 3, თვითიზოლაციიდან - 1, შსს თანამშრომელი - 247, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მძღოლი - 25. ინფორმაციას "საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი" ავრცელებს. ამავე ცნობით, რუხის კლინიკაში ბათუმიდან შემოყვანი 3 პაციენტი შუალედური ტესტირებით დადებითია და აგრძელებს მკურნალობას. სხვა გამოკვლეულების შედეგები უარყოფითია.

მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებ-გვერდზე განახლებული ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსის 179 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. კარანტინის რეჟიმს 6 633 მოქალაქე გადის, ხოლო სტაციონარში მედიკოსების მეთვალყურეობის ქვეშ 836 პაციენტი იმყოფება.



Print