ახალი ამბები
ზუგდიდში კორონავირუსი 16 პირს დაუდგინდა
სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აღებული 942 ნიმუშიდან 19-ს კოვიდინფექცია დაუდასტურდა. აქედან, 3 პირი არის უცხო ქვეყნიდან შემოსული საქართველოს მოქალაქე, რომელიც საკარანტინე სივრცეში იმყოფებოდა, დანარჩენი ზუგდიდის შემთხვევებია. ამის შესახებ მხარის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა მალხაზ თორიამ ისაუბრა.

"აქედან სამი მერიის თანამშრომელია. მიმდინარეობს ყველა ახალ ინფიცირებულთან კონტაქტების კვლევა. სულ რეგიონის მასშტაბით კოვიდინფიცირებულია 65 მოქალაქე. ანაკლია-განმუხურის საკარანტინე სივრცეში იმყოფება 116 მოქალაქე. რუხის კლინიკაში კი 59 კოვიდინფიცირებული პაციენტი", - თქვა თორიამ.

სამხარეო ადმინისტრაცია რეგიონის თითოეულ მოქალაქეს სოციალური დისტანციის დაცვისა და პირბადის დაცვისკენ მოუწოდებს.


Print