ახალი ამბები
გუბერნია: ზუგდიდში ახალი შემთხვევების უმრავლესობა „ოქროს ბირჟას“ უკავშირდება
სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებლის ინფორმაციით, ზუგდიდში გამოვლენილი ახალი შემთხვევების უმრავლესობა ე.წ. ოქროს ბირჟის კლასტერია. რაც შეეხება ხაიშის სკოლის მოსწავლეების კონტაქტებს, მალხაზ თორიას თქმით, ამ დრომდე არც ერთ მათგანს ვირუსი არ დაუდგინდა.

ამ დროისთვის, ზუგდიდში, რუსთაველისა და კოსტავას ქუჩებზე მდებარე ორივე ოქროს ბირჟა დაკეტილია.

ინფორმაციისთვის, ზუგდიდში 22 სექტემბერს გამოვლენილი ორი შემთხვევის 34 კონტაქტს კორონავირუსი უკვე დაუდგინდა.

Print