ახალი ამბები
სამეგრელოში კორონავირუსის 26 ახალი შემთხვევიდან 11 ზუგდიდში დადასტურდა
ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში რეგიონის მაშტაბით გუშინ აღებული 256 ნიმუშის გამოკვლევის შედეგად 26 პირს ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა. მათგან 11 შემთხვევა ზუგდიდში გამოვლინდა. ამის შესახებ სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა მალხაზ თორიამ ისაუბრა. მისივე ინფორმაციით, Covid19-ის 1 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა ჩხოროწყუში, 2 ხობში, 2 ფოთში, 10 კი სენაკში.

"ზუგდიდის მუნიციპალიტეტში დადასტურებულია 11 შემთხვევა, მათგან 10 ადრე ინფიცირებულთა კონტაქტებია, ერთზე მიმდინარეობს კონტაქტების მოძიება, ის რუხის კლინიკაში ცხელებით შესული პაციენტია. გარდა ამისა, ინფიცირების ფაქტი გვაქვს ჩხოროწყუში, ხობში - 2 შემთხვევა, საიდანაც ერთი ადრე ინფიცირებულის კონტაქტია, ხოლო მეორე უკავშირდება "ფოთი ტექსტილს". გვაქვს 2 შემთხვევა ფოთში, ასევე სენაკში 10 შემთხვევა, მათგან 7 ადრე ინფიცირებულთან კონტაქტებია, ხოლო 3-ზე მიმდინარეობს ეპიდკვლევა", - თქვა მალხაზ თორიამ.

ბოლო მონაცემებით რუხის კლინიკაში მკურნალობის კურსს გადის 96 კოვიდპაციენტი, აქედან 16-ის მდგომარეობა საყურადღებოა. ფოთის ჰოსპიტალში 37 კოვიდინფიცირებული მკურნალობს. 

რეგიონის მასშტაბით გამოჯანმრთელდა 11 პაციენტი. საკარანტინო სივრცეში 159 ადამიანი იმყოფება.


Print