ახალი ამბები
სამეგრელო-ზემო სვანეთში კორონავირუსის 58 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, აქედან 36 ზუგდიდში
ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში რეგიონის მასშტაბით გამოკვლეული ნიმუშებიდან 58-ზე დადებითი პასუხია. ინფორმაციას სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაცია ავრცელებს. ამავე ცნობით, 36 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა ზუგდიდში, მათგან 21 პირი უკვე დადასტურებული შემთხვევის კონტაქტია, 15-ზე კი ინფიცირების წყაროს დადგენა მიმდინარეობს.

"3 შემთხვევა დაფიქსირდა წალენჯიხაში, ორი უკვე დადასტურებულის კონტაქტია, ხოლო ერთი კი ახალი შემთხვევაა. 4 შემთხვევა ფოთში, მათგან 1 უკვე დადასტურებული შემთხვევის კონტაქტია, ხოლო სამზე კი მიმდინარეობს მოკვლევა და ინფიციების წყაროს დადგენა. 5 შემთხვევა დაფიქსირდა ხობში, ყველა დადასტურებული შემთხვევის კონტაქტები არიან. 5 შემთხვევა გვაქვს მესტიაში, ხუთივე დადასტურებული შემთხვევის კონტაქტები არიან. თითო შემთხვევა გვაქვს ჩხოროწყუში და სენაკში, რომელიც უკვე დადასტრებული შემთხვევის კონტაქტები არიან. 1 ინფიცირებული გამოვლინდა საკარანრტინე სივრცეში, რომელიც უცხო ქვეყნის მოქალაქეა. 2 შემთხვევა დაფიქსირდა ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე, ისინი უკვე დადასტურებულის კონტაქტები არიან", - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ბოლო მონაცემებით რუხის კლინიკაში მკურნალობის კურსს გადის 114 კოვიდ პაციენტი, აქედან 15-ის მდგომარეობა საყურადღებოა. ფოთის ჰოსპიტალში 33 ინფიცირებული მკურნალობს.

ბოლო 24 საათის განმავლობაში რეგიონის მასშტაბით 25 პირი გამოჯანმრთელდა. ფოთის კლინიკიდან გაეწერა 12 პაციენტი. მათგან 4 ფოთის მაცხოვრებელია, 3 გურიის რეგიონიდანაა, 5 კი აჭარის რეგიონიდანა.

რუხის კლინიკაში 13 პაციენტი გამოჯანმრთელდა. მათგან 7 ზუგდიდელია, 1 ფოთის მაცხოვრებელია, 4 ოკუპირებული აფხაზეთიდანაა, 1 კი ხობის მკვიდრი.

რეგიონის მასშტაბით საკარანტინო სივრცეებში 232 ადამიანი იმყოფება.
Print