ახალი ამბები
სამეგრელოში გამოვლენილი კორონავირუსის 66 შემთხევიდან, 38 ზუგდიდში დაფიქსირდა
რეგიონის მასშტაბით ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში გამოკვლეული 223 ნიმუშებიდან 66-ზე დადებითი პასუხია. აქედან, 38 შემთხვევა დაფიქსირდა ზუგდიდში, მათგან 17 უკვე დადასტურებული შემთხვევის კონტაქტა, 21 კი ცხელებით და სხავადსხვა სიმტომებით კოვიდმიმღებ ცენტრებში მისული პაციენტები არიან. ინფორმაციას სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაცია ავრცელებს.

ამავე ცნობით, 6 შემთხვევა დაფიქსირდა ფოთში, 5 - სენაკში, 4 - ხობში, 1 - წალენჯიხაში, აფხაზეთში - 7, ხოლო მესტიასა და ჩხოროწყუში 2-2 შემთხვევა გამოვლინდა.

გუბერნიაში ამბობენ, რომ მიმდინარეობს ახალი შემთხვევების კონტაქტების გამოკვლევა და ღრმა ეპიდემიოლოგიური კვლევა.

რუხის კლინიკაში მკურნალობის კურსს გადის 114 კოვიდ პაციენტი, აქედან 15-ის მდგომარეობა შედარებით მძიმეა. ფოთის ჰოსპიტალში 33 კოვიდპაციენტი მკურნალობს.

ბოლო 24 საათის განმავლობაში რეგიონის მასშტაბით გამოჯანმრთელდა 12 პირი. მათ შორის 8 რუხის კლინიკიდან და 4 ფოთის კლინიკაში მკურნალობდა.

რეგიონის მასშტაბით სულ საკარანტინე სივრცეში 197 ადამიანი იმყოფება.

Print