ახალი ამბები
სამეგრელო-ზემო სვანეთში კორონავირუსის 63 ახალი შემთხვევიდან 36 ზუგდიდში გამოვლინდა
გასული 24 საათის განმავლობაში რეგიონის მასშტაბით ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში გამოკვლეული 407 ნიმუშიდან 63-ზე დადებითი პასუხია. კორონავირუსის 36 ახალი შემთხვევა ზუგდიდში დაფიქსირდა. ინფორმაციას სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაცია ავრცელებს.

"7 შემთხვევა გვაქვს წალენჯიხაში, 6 ფოთში, 5 მესტიაში, 4 სენაკში, 4 ჩხოროწყუში, 1 კი ხობში. მათი ნაწილი უკვე დადასტურებული შემთხვევების კონტაქტება, ხოლო ნაწილი კი სამედიცინო დაწესებულებებში ცხელებით შესული პაციენტები არიან", - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

რუხის კლინიკაში მკურნალობის კურსს 127 კოვიდ პაციენტი გადის, აქედან 16-ის მდგომარეობა საყურადღებოა. ფოთის ჰოსპიტალში 38 კოვიდ ინფიცირებული მკურნალობს.

ბოლო 24 საათის განმავლობაში რეგიონის მასშტაბით გამოჯანმრთელდა 10 პირი. ისინი მკურნალობის კურსს რუხის კლინიკაში გადიოდნენ, მათგან 9 ზუგდიდელია და 1 ჩხოროწყუს მკვიდრი.

გუშინ, გვიან ღამით ჩხოროწყუს მკვიდრი 83 წლის ქალი კორონავირუსით გარდაიცვალა. სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, პაციენტი თერჯოლის კოვიდმიმღებ ცენტრში მკურნალობა და მას თანმხლები დაავადებები ჰქონდა.
Print