ახალი ამბები
ზუგდიდში მკვლელობისთვის დაკავებულ მამაკაცს ბრალი ორი მუხლით წარუდგინეს
ზუგდიდში, ბარამიას დევნილთა დასახლებაში მომხდარი მკვლელობისთვის დაკავებულ 22 წლის მამაკაცს გამოძიება ორი მუხლით გათვალისწინებულ ბრალდებას ედავება. მას ბრალი 108-ე - გაზნრახ მკვლელობისა და 187-ე - ნივთის დაზიანების ან გადანგურების მხულებით წარუდგინეს.

ადვოკატის ინფორმაციით, ბრალდებული დანაშაულს აღიარებს.

შსს-ს ინფორმაციით, ბრალდებულმა 37 წლის ვალერი ვარდანია საკუთარ სახლში ცივი იარაღით მოკლა, შემდეგ კი, კვალის დაფარვის მიზნით, მოკლულის საცხოვრებელ სახლში ხანძარი გააჩინა.

უწყების ცნობით, დანაშაული ურთიერშელაპარაკების შემდეგ, შურისძიების მოტივით მოხდა.










Print