ახალი ამბები
ზუგდიდში ვაქცინაციის დაწყებიდან დღემდე მხოლოდ 178 ადამიანი აიცრა
ზუგდიდში კორონავირუსის საწინააღმდეგო AstraZeneca-ს ვაქცინა ამ ეტაპისთვის 178 ადამიანმა გაიკეთა. აქედან "ევექსის" ზუგდიდის პოლიკლინიკაში 18, ხოლო რეფერალურ ჰოსპიტალში 160 პირი აიცრა. ინფორმაციას აღნიშნული სამედიცინო დაწესებულებების ადმინისტრაცია ავრცელებს. 

ამ ეტაპზე Covid 19-ზე ვაქცინაცია რეგიონის მასშტაბით მხოლოდ ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში არის შესაძლებელი. სულ რეგიონში AstraZeneca-ს 3100 დოზაა გაგზავნილი.

ინფორმაციისთვის, ზუგდიდში ვაქცინაციის პროცესი 15 მარტს დაიწყო.


ამავე თემაზე: 

"ეს პანდემიის დასასრულია" - ექიმები ზუგდიდში, რომლებმაც კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინა გაიკეთეს (ფოტო/ვიდეო)

დღეიდან სამეგრელოში ვაქცინაცია მხოლოდ ზუგდიდში გაგრძელდება

საქართველოში Covid 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით პირველი ექიმი ზუგდიდში აიცრა




Print