ახალი ამბები
ზუგდიდში პოლიციელმა ქალს ქუჩაში სცემა (ვიდეო)
მოძრაობა "დროას" ადგილობრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელი მარიამ სიჭინავა სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს, სადაც პოლიციის ფორმაში ჩაცმული მამაკაცი ქალს ქუჩაში სცემს. ვიდეოში ასევე ჩანს, რომ სამართალდამცავმა ქალს სახეში რამდენჯერმე დაარტყა. კადრები ქალაქის ერთ-ერთი ცენტრალური ქუჩის მიმდებარედ არის გადაღებული. 

მარიამ სიჭინავას ინფორმაციით, ვიდეოჩანაწერი რამდენიმე საათის წინ არის გაკეთებული და მას წყარომ კონფიდენციალურობის გარანტიით მიაწოდა.
მომხდარზე კომენტარს შს სამინისტროში მოგვიანებით გააკეთებენ. 


Print