ახალი ამბები
ზუგდიდში პოლიციელის მიერ ქალის ცემის ფაქტს გენინსპექცია სწავლობს
შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ ზუგდიდში გადაღებულ ვიდეოსთან დაკავშირებით სამსახურებრივი შემოწმება უკვე დაიწყო. ამის შესახებ "ათინათს" უწყების პრესცენტრში უთხრეს. ამავე ცნობით, სამართალდამცავის ბრალეულობის დამტკიცების შემთხვევაში, ფაქტს შესაბამისი რეაგირება მოყვება. 

ინფორმაციისთვის, მოძრაობა "დროას" ადგილობრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელმა მარიამ სიჭინავა სოციალურ ქსელში ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც პოლიციის ფორმაში ჩაცმული მამაკაცი ქალს ქუჩაში სცემს. კადრები ზუგდიდის ერთ-ერთი ცენტრალური ქუჩის მიმდებარედ არის გადაღებული.
Print