ახალი ამბები
ზუგდიდში "ბოლო ზარის" კონცერტზე LOUDspeakers  დაუკრავს
მერიის მიერ დაგეგმილ "ბოლო ზარის" ღონისძიებაზე ზუგდიდში პოპულარული ჯგუფის, LOUDspeakers-ის კონცერტი გაიმართება. შესაბამის ელექტრონულ ტენდერში შპს "ჯითი ჰოლდინგმა" გაიმარჯვა, რომლის მომსახურებაშიც ბიუჯეტიდან 31 800 ლარი დაიხარჯება.

დოკუმენტაციის მიხედვით, კონცერტთან ერთად ახალგაზრდებისთვის ფერების შოუც მოეწყობა. დაგეგმილია სადღესასწაულო ფოიერვერკების გაშვებაც.

ბენდის გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, ზუგდიდში ისინი 22 მაისს დაუკრავენ.
Print