ახალი ამბები
ერთად ვიბრძოლოთ თანაბარი უფლებებისთვის! - შშმ პირთა უფლებების დაცვის დღე ზუგდიდში
14 ივნისი საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის დღეა.  აღნიშნულთან დაკავშირებით, დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრის ინიციატივით ზუგდიდში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა, შშმ ბავშვთა მშობელთა და შშმ თემაზე მომუშავე ორგანიზაციათა ერთობლივი მსვლელობა გაიმართა.

"მსვლელობის მიზანი საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაა, ვინაიდან, ჯერ კიდევ უამრავ ბარიერს აწყდებიან შშმ პირები გადაადგილებისას, სწავლის მიღებისას, დასაქმებისას. მათ კვლავაც უწევთ ბრძოლა თანაბარი უფლებებისთვის. მონაწილეებმა საზოგადოებას გაუგზავნეს მესიჯები: "არაფერი ჩვენს შესახებ ჩვენს გარეშე", "თანაბარი უფლებები, თანაბარი შესაძლებლობები", "დამოუკიდებელი ცხოვრება ჩვენი უფლებაა!" და სხვა", - ნათქვამია ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გზად მსვლელობას მოხალისეები შეუერთდნენ.
Print