ახალი ამბები
500-ზე მეტ დევნილ ოჯახს საცხოვრებებელი ფართები და მიწის ნაკვეთები დაუკანონდება - მთავრობა
საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, 500-ზე მეტ დევნილ ოჯახს თბილისსა და რეგიონებში საკუთრებაში გადაეცემათ და დაუკანონდებათ საცხოვრებელი ბინები, დამხმარე ფართები და სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთები. საკითხი მთავრობის სხდომაზე განიხილეს და შესაბამისი განკარგულება მიიღეს.

"დღეს მთავრობამ მიიღო რამდენიმე განკარგულება, მათ შორის არის ორი ძალიან მნიშვნელოვანი, რომლის თანახმადაც 500-ზე მეტ დევნილ ოჯახს გადაეცა საკუთრებაში, დაუკანონდა ფართები სხვადასხვა მუნიციპალიტეტში, ქვეყნის სხვადასხვა ტერიტორიაზე: ზუგდიდი, მცხეთა, წყალტუბო, ხონი, აბაშა, თბილისი, ქუთაისი, ბათუმი, ფოთი - ამ დიდ ქალაქებშიც და საქართველოს სხვადასხვა რეგიონებშიც.

ჯამში გადაეცა როგორც საცხოვრებელი ფართები, ისე არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები. ამ პროექტზე ჩვენ ვმუშაობდით ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად იმისთვის, რომ ზუსტად მოგვეხდინა შეფასება, რომ კონკრეტულად ეს დევნილი ოჯახები მიზნობრივად დანიშნულებისამებრ არაკომერციულად იყენებენ საცხოვრებელ ფართებს," - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.

Print