ახალი ამბები
არ შემიძლია ვუყურო პრეზიდენტის სიკვდილს - ანა წითლიძე შიმშილობას იწყებს
"ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა ანა წითლიძემ, თანაგუნდელებთან, აბდულა ისმაილოვთან და დავით კირკიტაძესთან ერთად შიმშილობა დაიწყო. ამის შესახებ პარლამენტის წევრმა ცოტა ხნის წინ გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. მისი თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მიიღო. 

"მინდა პირველ რიგში საზოგადოებას მოვუხადო ბოდიში. ჩვენი მიზანი არ არის ცუდი ემოციებით თქვენი დატვირთვა. მინდა ბოდიში მოვუხადო პრეზიდენტ სააკაშვილს, რომ ეს გადაწყვეტილება მასთან შეთანხმებული არ არის, მაგრამ არ შემიძლია ვუყურო ჩვენი თანამებრძოლის, ლიდერის და მეგობრის სიკვდილს ციხეში და არ გავაკეთო მაქსიმუმი იმისთვის, რომ პრეზიდენტის სიცოცხლე და ჯანმრთელობა გადავარჩინო. თუ ამ ხელისუფლებას პრეზიდენტის სიცოცხლის გადასარჩენად სჭირდება მსხვერპლი, დაე, ეს მსხვერპლი მე ვიყო. ამიტომ, მე, ჩემს მეგობრებთან ერთად შიმშილობას ვიწყებ მანამ, სანამ პრეზიდენტ სააკაშვილს არ ექნება შესაძლებლობა, რომ გადარჩეს", - აღნიშნა ანა წითლიძემ.
Print