აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. პარლამენტმა მკვლელობაში ეჭვმიტანილ „დეპუტატს“, ადგურ ხარაზია, უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტას ერთხმად დაუჭირა მხარი, იუწყება „აფსნიპრესი“.
აფხაზ ოპოზიციონერს, კან კვარჩიას, სავარაუდოდ, რუსეთის მოქალაქეობა ჩამოართვეს. ამის შესახებ რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს კრასნოდარის ტერიტორიის მთავარი სამმართველოს ტელეგრამის არხი იუწყება.
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის გენერალური პროკურატურის საგამოძიებო დეპარტამენტმა მკვლელობაში ეჭვმიტანილი „დეპუტატის“ ადგურ ხარაზიას საცხოვრებელი ადგილის ჩხრეკა ჩაატარა.
სოხუმში ნაძვის ხის ანთების ცერემონია 25 დეკემბრისთვის გადაიდო. მიზეზად, 19 დეკემბერს „პარლამენტში“ მომხდარი სროლა სახელდება, რის შედეგადაც, „დეპუტატი“ ვახტანგ გოლანძია დაიღუპა, ხოლო „დეპუტატი“ კან კვარჩია დაიჭრა. სროლაში ეჭვმიტანილს, აფხაზური მედიის მიხედვით, ამ დრომდე ეძებენ.
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის „გენერალური პროკურატურის“ განცხადებით, „სასამართლოს დასკვნის შედეგების საფუძველზე“ ისინი „აფხაზეთის სახალხო კრებას“ მიმართავენ ადგურ ხარაზიასთვის „დეპუტატის“ იმუნიტეტის მოხსნის და მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრის თაობაზე.
სოხუმში, ე.წ. პარლამენტში მომხდარ სროლასთან დაკავშირებით, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის „პრეზიდენტის“ მოვალეობის შემსრულებელი ბადრა გუნბა „უშიშროების საბჭოს“ სხდომას იწვევს.
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტის შენობაში სროლა მოხდა, რის შედეგადაც ერთი მათგანი აფხაზი "დეპუტატი" ვახტანგ გოლანძია მოკლეს, ხოლო მეორე - კან კვარჩია დაჭრეს. ამის შესახებ ინფორმაციას ტელეგრამის არხი რესპუბლიკა ავრცელებს.
სამეგრელოში ცხენი მხოლოდ გადაადგილების საშუალება არ იყო ის ღირსების, ტრადიციის და რწმენის სიმბოლო გახლდათ.ბიჭისთვის ცხენზე პირველად ჯდომა კაცად გახდომის საწყისად ითვლებოდა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.