ახალი ამბები
საახალწლოდ მორთული ცენტრალური მოედანი (ფოტო/ვიდეო)
ასე გამოიყურება საახალწლოდ განათებული ცენტრალური მოედანი. ადგილობრივმა ხელისუფლებამ ახალი 2023 წლისთვის სადღესასწაულო მორთულობაში 200 000 ლარზე მეტი დახარჯა.
საახალწლო ღონისძიებები თავისუფლების მოედანზე,ცენტრალურ ნაძვის ხესთან 1 იანვარს ჩატარდება.
პირველ იანვარს ცენტრალურ ნაძვისხესთან მოეწყობა საშობაო ბაზრობა, საბავშვო გასართობი სივრცეები, თოჯინების თეატრი, აზოტის შოუ და საღამო გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდება
ზუგდიდის ცენტრალური ნაძვისხე 28 დეკემბერს აინთო.
საახალწლო განათება გამსახურდიას გამზირზე.
პირველ იანვარს საახალწლო აქტივობები ცენტრალურ მოედანზე მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდება.საღამოს კი ნოდარიკო ხუციშვილი და ბენდი ჯგუფი ,,შერეკილები" დაასრულებს"
Print