ახალი ამბები
მამაკაცი, რომლის სახლშიც ბადრი ესებუა დააკავეს, პოლიციამ დაკითხვაზე გადაიყვანა
მამაკაცი, რომლის სახლიდანაც ძებნილი ბადრი ესებუა აიყვანეს, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა დაკითხვაზე გადაიყვანეს. საგამოძიებო უწყებაში ომიანე ჯიქიას დაკავების ფაქტს არ ადასტურებენ. ასევე უცნობია გადაიყვანეს თუ არა განყოფილებაში ოჯახის სხვა წევრები.

ზუგდიდის სოფელ ჯიხაშკარში, ომიანე ჯიქიას საცხოვრებელ სახლში, სადაც ესებუა გამთენიისას პოლიციამ დააკავა, საგამოძიებო მოქმედებები ამ დრომდე მიმდინარეობს.

ბადრი ესებუას წინააღმდეგ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ტერორისტულ აქტს, მძევლად ხელში ჩაგდებას ტერორისტული მიზნით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.


ამავე თემაზე:

ჯიხაშკარში, სადაც ბადრი ესებუა დააკავეს, საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს
Print