ახალი ამბები
დევნილთა სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განაცხადების მიღება დაიწყო
"დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის" 80-მდე იძულებით გადაადგილებულ პირს სხვადასხვა სასოფლო-სამეურნეო ტექნიკას, მრავალწლიან კულტურებსა და სურსათის წარმოება - გადამუშავებისთვის საჭირო ინვენტარს გადასცემს. საგრანტო კონკურსის შესახებ ინფორმაციას სააგენტო ოფიციალურ საიტზე ავრცელებს. მსურველებს განცხადებების შეტანა 24 აპრილის ჩათვლით შეუძლიათ.

"დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო" იძულებით გადაადგილებულ პირებს ხელის ტრაქტორებს, სხვადასხვა სახეობის მრავალწლიან კულტურებს, სასოფლო-სამეურნეო, სურსათის წარმოებისა და გადამუშავებისთვის საჭირო ინვენტარს შეუძენს.“- ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.

სამეგრელოს ტერიტორიაზე მცხოვრებ იძულებით გაადვილებულ პირებს განცხადების ფორმის შევსება ზუგდიდში, აღმაშენებლის ქუჩის 106 ნომერში, სააგენტოს ტერიტორიული სამსახურსი ოფისში შეუძლიათ.
Print