ახალი ამბები
ძლიერმა ქარმა სენაკში პრობლემები შექმნა
სენაკში ძლიერი ქარმა ერთი კორპუსის და ერთი კერძო სახლის სახურავი დააზიანა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, რუსთაველის ქუჩის 170 ნომერში არსებული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის სახურავი ნაწილობრივ არის დაზიანებული. რაც შეეხება ზარალის ზუსტ ოდენობას, მუნიციპალიტეტის მერიაში განმარტავენ, რომ შესაბამისი კომისია უკვე მუშაობს. დაზიანებული სახურავები კი დროებით სპეციალური მასალით არის შეფუთული.

"სალიკვიდაციო სამუშაოებისთვის მოსამზადებელი ეტაპი უკვე მიმდინარეობს. დაზიანებული ნაწილი დროებით "ბრეზენტით" არის გადახურული, რათა წვიმა არ ჩავიდეს შენობაში,"- უთხრა რადიო "ათინათს" სენაკის მერიის პრესსამსახურმა.

შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები შემთხვევის ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ.
Print