ზუგდიდში, ეროვნული გმირების პარკში, საქართველოს ეროვნული გმირის, სოხუმის ყოფილი მერის, გურამ გაბესკირიას ბიუსტი გაიხსნა. ამის შესახებ ინფორმაციას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
26 მაისს, საქართველოს საქართველოს დამოუკიდებლობის აქტის მიღებიდან 107 წლის თავზე, ზუგდიდში, ცენტრალურ მოედანზე, ტრადიციულად, საზეიმო ღონისძიებები გაიმართება.
სენაკში, ქალაქის ცენტრალურ პარკში ცნობილი ქართველი საზოგადო მოღვაწის, გიორგი ჭალადიდელის ბიუსტი დააზიანეს. ამის შესახებ ინფორმაციას მერია საკუთარ ფეისბუქ გვერდზე აქვეყნებს.
თბილისში მომხდარი ტრაგედიის გამო, რომელსაც ზუგდიდელი ახალგაზრდები ემსხვერპლნენ, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის გადაწყვეტილებით, 18 მაისს ეროვნული სამოსის დღესთან დაკავშირებით დაგეგმილი ღონისძიებები არ გაიმართება.
ზუგდიდის მერიამ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოხეტიალე და მიუსაფარი ძაღლების ცხოველთა თავშესაფარში განთავსებისთვის, ასევე, შესაბამისი ვეტერინარული მომსახურებისთვის, 20 000 ლარს დახარჯავს. ამის შესახებ სახელმწიფო შესყიდვების ვებ გვერდზე ვკითხულობთ.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ხანძარი ყველა ლოკაციაზე ლოკალიზებული და ლიკვიდირებულია, ამის შესახებ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე, თამა ბელქანია წერს სოციალურ ქსელში.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია ქალაქის რამდენიმე ქუჩაზე მწყობრიდან გამოსული შუქნიშნების, ავტომატური მართვის კონტროლერისა და მოდულების შესასყიდად ტენდერს ისევ აცხადებს. მისი ღირებულება კვლავ 326 441 ლარია. ამის შესახებ სახელმწიფო შესყიდვების ვებ გვერდზე ვკითხულობთ.
აბაშის მერიის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტის მასშტაბით სკოლებში სწავლა 4 მარტამდე შეჩერდა. მერიაში მიზეზად დიდთოვლობასა და რთულ მეტეოროლოგიურ პირობებს ასახელებენ.
აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მთელი ღამის განმავლობაში იწმინდებოდა ცენტრალური და ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზები. ამ ეტაპზე, მიმდინარეობს სოფლების შიდა საუბნო გზების გაწმენდის სამუშაოები.
მესტიის მუნიციპალიტეტში დიდთოვლობამ „ლაჯანურის“ ელექტროგადამცემი ხაზი დააზიანა. "ენერგო-პრო ჯორჯიას“ თანამშრომლები უკვე მე-5 დღეა ცდილობენ დაზიანების კერას მიაღწიონ, თუმცა რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, ეს ვერ ხერხდება. ამის შესახებ მესტიის მუნიციპალიტეტის მერი კაპიტონ ჟორჟოლიანი რადიო „ათინათს“ ესაუბრა.
სამეგრელოში ცხენი მხოლოდ გადაადგილების საშუალება არ იყო ის ღირსების, ტრადიციის და რწმენის სიმბოლო გახლდათ.ბიჭისთვის ცხენზე პირველად ჯდომა კაცად გახდომის საწყისად ითვლებოდა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.