ახალი ამბები
საფლავთა კურთხევის დღე ზუგდიდში (ფოტო)
ბრწყინვალე შვიდეულის ორშაბათს მართლმადიდებელი ეკლესია საფლავთა კურთხევის დღეს აღნიშნავს. დღეს ზუგდიდის სასაფლაოზე ხალხმრავლობაა, მორწმუნეები საფლავებზე გადიან, სადაც პასქა და წითელი კვერცხები მიაქვთ, რაც აღდგომის დღესასწაულის სიმბოლოა.

17 აპრილს ზუგდიდის მუნიციპალური ტრანსპორტი 08:00 საათიდან 15:00 საათამდე, მოქალაქეებს სასაფლაოების მიმართულებით უფასოდ ემსახურება. ინფორმაცია ამის შესახებ მერიის შპს მუნიციპალური ტრანსპორტის სამსახურმა გაავრცელა.




Print