ახალი ამბები
ზუგდიდის ბიბლიოთეკაში ზურა ჯიშკარიანის ახალი წიგნის პრეზენტაცია გაიმართა
ზუგდიდის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში ზურა ჯიშკარიანის ახალი რომანის "სწრაფი, ღამისიერის" პრეზენტაცია გაიმართა. ეს ავტორის რიგით მეორე წიგნია.

კიბერპანკ რომანი "სწრაფი ღამისიერი" ექსპერიმენტული პროზის ნიმუშია, რომელშიც მოვლენები ვითარდება მომავლის თბილისსა და ფაზისში.

"მომავალში ჩვენ ყველა მკვდრები ვართ, ჩვენ ახლა ვიმყოფებით სამყაროს პირდაპირ ეთერში და სამყარო მხოლოდ პირდაპირ ეთერში მაუწყებლობს, ახლა გვაქვს შანსი ვიცოცხლოთ, ჩავიდინოთ ლეგენდარული საქციელები და გვიყვარდეს,"- განაცხადა წიგნის პრეზენტაციაზე ზურა ჯიშკარიანმა.

ზურა ჯიშკარიანის პირველმა რომანმა "საღეჭი განთიადები" მიიღო ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პრემია წლის საუკეთესო რომანისათვის და ლიტერატურული პრემია "საბა".
Print