ახალი ამბები
2023 წლის პირველ კვარტალში სამეგრელოში ნარკოტიკული თრობა 136 მოქალაქეს დაუდასტურდა - შსს
შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო - კრიმინალისტური დეპარტამენტის ნარკოლოგიური შემოწმების სამსახურის წარმომადგენლებმა იანვარ - მარტში სამეგრელოში ნარკოტიკულ ზემოქმედებაზე 171 ადამიანი შეამოწმეს. შსს-ს ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, ნარკოტიკული თრობა 136 ადამიანს გამოუვლინდა.

შსს-ს მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკიდან ირკვევა, რომ 18-24 წლამდე ასაკობრივ კატეგორიაში სულ 16 მოქალაქე შემოწმდა, ნარკოტიკული თრობა 14 პირს დაუფიქსირდა.

25-44 წლამდე ჯგუფში გადამოწმდა 91 ადამიანი, თრობა გამოუვლინდა 73 მოქალაქეს.

45 - 60 წლის კატეგორიაში შემოწმდა 59 მოქალაქე, ნარკოტიკული საშუალების მოხმარება 47 ადამიანს დაუდასტურდა. 60 წლის ზევით კი შემოწმებული 5 ადამიანიდან ნარკოტიკული თრობა 2 პირს გამოუვლინდა.

სამეგრელოს ტერიტორიაზე შემოწმებული 171 მოქალაქიდან ყველა მამაკაცია.

ქვეყნის მასშტაბით სულ ნარკოტიკულ ზემოქმედებაზე 1241 ადამიანი შეამოწმა, საიდანაც 928-ს ნარკოტიკული თრობა დაუდასტურდა.








Print