ახალი ამბები
შვილის გაუპატიურებისთვის დაკავებულ მამას წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით, 13 წლის შვილის გაუპატიურებაში ბრალდებულ მამას წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. პროცესი დახურული იყო, რადგან საუბარია სქესობრივ დანაშაულზე, რომელშიც არასრულწლოვანი ფიგურირებს.

სახაზინო ადვოკატის ინფორმაციით, დაცვის მხარე დაკავებულის აღკვეთის ღონისძიების გარეშე გათავისუფლებას ითხოვდა, რადგან, მისი თქმით, შესაბამისი მტკიცებულებები არ არსებობს.

დაკავებულმა პროცესზე თქვა, რომ ბრალს არ აღიარებს.

ამ წუთებში ამავე საქმეზე დაკავებული გოგონას მეზობლის პროცესი მიმდინარეობს. სხდომა დახურულია.

სამეგრელოს პოლიციამ არასრულწლოვანის მიმართ ჩადენილი სქესობრივი დანაშაულის ბრალდებით მოზარდის მამა და მეზობელი 9 მაისს დააკავა.

1976 წელს დაბადებულ პ.კ.-ს ბრალი წინასწარი შეცნობით ოჯახის არასრულწლოვანი წევრის გაუპატიურებაში ედება, ხოლო 1995 წელს დაბადებული ტ.თ. არასრულწლოვანის გაუპატიურების ბრალდებითაა დაკავებული. დანაშაულები 15-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


ამავე თემაზე:

არასრულწლოვანის გაუპატიურების ბრალდებით დაკავებულების აღმკვეთ ღონისძიებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს
Print