ახალი ამბები
ზუგდიდში, სანიაღვრე არხში ნაპოვნი ცხედრის საქმეზე გამოძიება დაიწყო
ზუგდიდში, ბერიას ქუჩაზე სანიაღვრე არხში მამაკაცის ცხედრის პოვნის საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო,  რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

რადიო "ათინათის" ინფორმაციით, სავარაუდოდ მამაკაცი არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა და ძლიერი წვიმის შედეგად არხში ჩავარდა.

ბერაიას ქუჩაზე მამაკაცის ცხედარი ერთ - ერთმა ადგილობრივმა დღეს დილით აღმოაჩინა და ადგილზე საპატრულო პოლიცია გამოიძახა.


Print