ახალი ამბები
დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი გარევაჭრობის და პარკირების პრობლემაზე სასაუბროდ შეხვედრას გეგმავს
დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის ინიციატივით 15 ივნისს, ზუგდიდში საჯარო შეხვედრა გაიმართება. ორგანიზატორების ინფორმაციით, განხილვის მთავარი თემაგარევაჭრობის და პარკირების პრობლემა იქნება. საუბარი შეეხება პარკირების საფასურის გადახდის სისტემის შემუშავებასაც.

ორგანიზატორები პრობლემებზე სასაუბროდ ქალაქ ზუგდიდის მერს და საკრებულოს თავმჯდომარეს იწვევენ.

შეხვედრა 15 ივნისს დღის სამ საათზე დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის ზუგდიდის ოფისში გაიმართება.

Print