ახალი ამბები
ზუგდიდის მერია ორ ახალ ავტობუსს შეისყიდის
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია 46 მგზავრზე გათვლილ 2 ახალ ავტობუსს შეიძენს. დოკუმენტებში ვკითხულობთ,რომ ახალი მუნიციპალური ავტობუსები შშმ პირებზე ადაპტირებული იქნება.

მომსახურების შესყიდვის მიზნით, შპს ჯი-თი გრუპთან 687 000 ლარიანი კონსოლიდირებული შესყიდვა უკვე გაფორმებულია.

თანხა ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყო. შესყიდვის დოკუმენტაციის მიხედვით შერჩეულმა კომპანიამ მომსახურება 9 თვის განმავლობაში უნდა შეასრულოს.
Print