ახალი ამბები
სასამართლომ წალენჯიხის მერიას ბაღების თანამშრომლების სამსახურში აღდგენა და განაცდურის ანაზღაურება დაავალა
ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა წალენჯიხის ბაღების 19 თანამშრომლის - აღმზრდელების თანაშემწეების და მათი იურისტების სარჩელი.

მოსამართლის გადაწყვეტილებით მერიას განაცდურის ანაზღაურება, მორალური ზიანისთვის კომპენსაცია და სამსახურში აღდგენის ვალდებულება დაეკისრა. მომჩივანთა ინტერესებს სასამართლოში პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირები იცავდა.

თავის მხრივ, წალენჯიხის მერიაში ამბობენ, რომ გადაწყვეტილებას ზემდგომ ინსტანციაში გაასაჩივრებენ.

წალენჯიხის ბაღის თანამშრომლები გასული წლის ოქტომბერში გაათავისუფლეს ფა პროცესი რეორგანიზაციას დაუკავშირეს, თუმცა გათავისუფლებულები მომხდარში პოლიტიკურ სარჩულს ხედავდნენ
Print