ახალი ამბები
საშუალო თვიური შრომის ანაზღაურება გაიზარდა და 1914 ლარი გახდა - ლევან დავითაშვილი
მიმდინარე წლის მეორე კვარტალში დასაქმებულთა საშუალო თვიური შრომის ანაზღაურება 18%-ით გაიზარდა და 1914 ლარი გახდა. ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდგომ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მინისტრმა ისაუბრა ბიზნესსექტორში დასაქმებულთა რაოდენობის ზრდაზე და აღნიშნა, რომ დღეს ამ სექტორში 737 000 დასაქმებულია და ეს ისტორიული მაქსიმუმია.

დავითაშვილის განმარტებით, ივლისის თვეში, ეკონომიკური ზრდა 5.5% იყო, მიმდინარე წელს კი მთლიანმა ეკონომიკურმა ზრდამ 7.2% შეადგინა.

„ძირითადი ფაქტორი, რის გამოც უფრო მეტი ზრდა არ გვაქვს, იცით, რომ მიმდინარე წელს კრიტიკულ მინერალებზე შედარებით დაბალი ფასები არის, რაც ექსპორტზე აისახება. ძირითადად, ეს არის ადგილობრივ ექსპორტთან დაკავშირებული საკითხები. დამატებით რომ გვქონდეს ექსპორტში ის კონიექტურა, რაც გასულ წელს იყო, რა თქმა უნდა, ჩვენ უფრო მეტი ზრდა გვექნებოდა. ჩვენი პროგნოზით, ექსპორტის ამ ნაწილში გაუმჯობესებას წლის მეოთხე კვარტალში ველოდებით და იმედი გვაქვს, რომ ეკონომიკური ზრდა დაგეგმილზე კიდევ უფრო მაღალი შენარჩუნება,“ - განაცხადა მინისტრმა პრესკონფერენციაზე.

Print