2025 წლის I კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთა შედარებით 0.7 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 14.7 პროცენტი შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაცია სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა გამოაქვეყნა.
სოხუმის აეროპორტთან დაკავშირებით მოსალოდნელ სკანდალზე წერს ინფორმაციული სააგენტო „აიაშარა“. გამოცემის ცნობით, სარემონტო და სამშენებლო სამუშაოების შესასრულებლად დაქირავებული სამშენებლო კომპანიების თანამშრომლები გაიფიცნენ. ამავე ცნობით, 15 მაისის შემდეგ, 8 - მდე სამშენებლო კომპანიის არც ერთი თანამშრომელი არ გამოსულა სამსახურში. მიზეზად, ხელფასის გადაუხდელობა სახელდება.
PMC კვლევითი ცენტრის მონაცემებით, 2025 წლის თებერვალში 0-დან 600 ლარამდე თვიურ ხელფასს დასაქმებულების 13.1% იღებდა, რაც, ორგანიზაციის ცნობით, 2024 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 2.7 პროცენტული პუნქტით, ხოლო 2023 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 6.2 პროცენტული პუნქტით შემცირებული რიცხვია.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, საქართველოს მასშტაბით საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 8.5 პროცენტით (173.0 ლარით) გაიზარდა და 2 217.5 ლარი შეადგინა.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2024 წლის IV კვარტალში (ოქტომბერი, ნოემბერი, დეკემბერი) საქართველოში უმუშევრობის დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 1.1%-ით შემცირდა და 14.2% შეადგინა.
საქართველოში 2025 წლის პირველი იანვრიდან იზრდება პენსიების მოცულობა. კერძოდ, 70 წლის და მეტი ასაკის მოქალაქეთა პენსია იზრდება 35 ლარით და განისაზღვრება 450 ლარის ოდენობით.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მე-3 კვარტლის მონაცემებით, სამეგრელო-ზემო სვანეთში საშუალო თვიური ხელფასი 1 308 ლარია, რაც წინა საანგარიშო პერიოდთან შედარებით, 2 ლარით ნაკლებია.
სოხუმში აცხადებენ, რომ რუსეთის ფედერაციიდან დაფინანსება ნოემბრიდან სრულად შეუწყდათ. ამის შესახებ აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ხელისუფლებამ ენერგეტიკის პრობლემებთან დაკავშირებით გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, სამეგრელო-ზემო სვანეთში 2023 წელს დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი 28 ლარით გაიზარდა და 1133.8 ლარს გაუტოლდა.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2023 წელს საქართველოში დასაქმებულთა მედიანური ხელფასი გასულ წელთან შედარებით 19.0%ით გაიზარდა და 1 238 ლარი შეადგინა.
ზუგდიდის დიაგნოსტიკურ ცენტრ “ჯან-მედის” გინეკოლოგიური განყოფილება ტექნიკური და პროფესიული განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. კლინიკაში დამონტაჟდა უახლესი თაობის დიაგნოსტიკური აპარატი - კოლპოსკოპი.
ეუკარბონი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედიკამენტია, რომელიც იმ დროს უნდა მიიღოთ, როდესაც ყაბზობა და მასთან დაკავშირებული სიმპტომები "შემოგიტევთ".
ტრადიციულ ქართულ ჩაცმულობაში თავსაბურავს ყოველთვის დიდი მნიშვნელობა ეძლეოდა, ბუნებრივია ასე იყო სამეგრელოშიც. რაც უნდა ღარიბი ყოფილიყო ქალი და იმისი საგარეო ჩაცმულობა, ერთი კარგი თავშალი აუცილებლად ექნებოდა.რაც შეეხება ფეხსაცმელებს,არსებობდა სხვადასხვა ტიპის .დღევანდელ გადაცემაში საუბარია თავსაბურავების და ფეხსაცმელების ნაირსახეობაზე, რომლის მასობრივი გამოყენება ხდებოდა სამეგრელოში.
ტანსაცმელის დამზადებას და მის მოვლა-პატრონობას სამეგრელოში დიდი ყურადღება ეთმობოდა. ტანსაცმელს ზანდუკ-კიდობნებში ინახავდნენ.ავი თვალის დასაცავად ტანსაცმლის მარცხენა მხარეს, შიგნით "ანგაროზის"(ავგაროზი) დაკერებაც იცოდნენ მას ნათოლეშ წამალს" უწოდებდნენ. ავგაროზი მზადდებოდა ბავშვებისთვის და თვალდაკრული ადამიანებისთვისაც.დღევანდელ გადაცემაში საუბარია როგორ მზადდებოდა ავგაროზი და როგორი იყო მასთან დაკავშირებული რიტუალები.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.